მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს რეკომენდაციები თავზე გადაახია

ნახვები: 612 რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს რეკომენდაციები თავზე გადაახია

ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია მათ პოლიტიკურ ინტერესებზე - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე , - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არანაირი რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.

"ნაცვლად იმისა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებზე, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება ოპოზიციისა და პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. ეს ფაქტობრივად, არის გზავნილი ევროკავშირისადმი, რომ ისინი არ აპირებენ ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც თუნდაც იოტისოდენად შეარბილებს ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს, რომ მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე ზრუნვა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე," - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა