Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს

ნახვები: 570 ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტს. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ საშინელი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს. ვგმობთ ტერორიზმს ყველა მისი ფორმით და სოლიდარობით ვუცხადებთ რუს ხალხს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაღუპულთა მწუხარებაში“, – აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა