Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ღარიბაშვილი - ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული არ უნდა იყოს

ნახვები: 569 ირაკლი ღარიბაშვილი - ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული არ უნდა იყოს

კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს - უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი დაფარული და დამალული ორგანიზაცია.

„რაც შეეხება „ენჯეოების“ მუშაობას და მათ ბუნებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველ დღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, მეგობრებო. ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა საქმიანობას ეწევიან. კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. ისინი თავად იყვნენ ჩართულები ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ, „სირცხვილია“, „ელგებეტე“ ორგანიზაციის, „ენჯეოს“ უკან ვინ იდგა, „ნაც მოძრაობა“ იდგა, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ლოგიკური კითხვებია და ამ „ენჯეოებმა“ უნდა გასცენ პასუხი. უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“. ეს ადამიანები, იგივე ეს „ენჯეოები“ წლების განმავლობაში კადრულობენ და თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველას. როდესაც საზოგადოება და ჩვენ კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა