Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო

ნახვები: 569 მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება.

მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია ასეულ ათასი ადამიანის ხელმოწერით მივლენ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან.

„ასეულ ათასი ადამიანის ნება გამოხატულია ხელმოწერებით. ამ ხელმოწერებში არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის კურსს და გააზრებული აქვთ, რომ დღევანდელი და მომავალი სახელმწიფოსი დგას იმ ცხრა წლიან რეფორმებზე, სოციალურ-ეკონომიკურ წარმატებებზე. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული პრეფერენციებით ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ რაღაც მომენტში რაღაც უკეთესად ყოფილიყო. არიან ადამიანები, რომლებიც სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათი ჰუმანური და მაღალი პოლიტიკური ალღოთი გააზრებული აქვთ, რომ აუცილებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფლებაზე და კარს მომდგარ არჩევნებზე უნდა იყოს თავისუფალი გარემო. არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მათთვის პოლიტიკაზე უფრო მისაღებია ის, რომ არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პიჯაკების გამო ციხეში იყოს. ეს გახლავთ ამ ადამიანების არა ერთპარტიული, არამედ გაერთიანებული ერის ნება, რომელსაც აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ლოგიკურ პოლიტიკურ პროცესებს მისცეს დასაბამი - გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

როგორც თემურ ჯანაშიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადადგამს ღირსეულ ნაბიჯს.

„ჩვენ შევაგროვეთ ასი ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გადადგამს ღირსეულ ნაბიჯს, რადგან ეს ნაბიჯი დღეს სჭირდება ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას, ადამიანების დაბრუნებას ქვეყანაში და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისევ და ისევ მიმზიდველი მსოფლიოსთვის.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიმბოლურ ადგილას, ეს არის წალენჯიხა, გამარჯვებული წალენჯიხა, ეს არის ადგილი, საიდანაც ხალხის ნება ყველაზე კარგად ვნახეთ უახლოესი ისტორიის წინ და ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, დაემორჩილება ხალხის ნებას და ხალხის ნება მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ შეიძლება გაჩერებული იყოს, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, ეკონომიკა წინ მიდიოდეს და ამისთვის საჭიროა რეფორმების გზით იაროს ქვეყანამ, ამისთვის საჭიროა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა