Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი გავხდით

ნახვები: 570 პაატა მანჯგალაძე - ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი გავხდით

ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი [ქვეყანა] გავხდით ამ წარმატებით, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

მისივე თქმით, აღნიშნული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს.

„ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას. ჩვენმა ბიჭებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს. ბევრი თაობის სპორტის მოყვარულის და ქართველის ოცნება, ფაქტობრივად, შეასრულეს. ეს არის დიდი წარმატება დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი გავხდით ამ წარმატებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, როგორც ერმა მოახერხა ერთიანობით ეს, ასევე მოახერხებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა