ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო

03.04.2024 ნახვები: 550

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, კლინიკაში 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულები გააფორმეს.

„ბრალდებულებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი ინსპექტირების, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოს კუთვნილ 143 846 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ და სცადეს დარჩენილი 436 921 ლარის დაუფლება.

ასევე დადგინდა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ 78 032 ლარს დაეუფლნენ და დარჩენილი 90 568 ლარის დაუფლება სცადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტებზე. ასევე, ,,საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა