Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით

ნახვები: 568 შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით

„ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება.

„ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა