Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა

ნახვები: 568 პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა“.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!“

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა