Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია

ნახვები: 570 ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია

მდინარე ურალის წყლის დონის რეკორდული მატების გამო, რუსეთის ქალაქ ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია, – ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა, სერგეი სალმინმა განაცხადა.

„წყალი მიუახლოვდა საცხოვრებელ კომპლექსებს, მაგრამ წყალდიდობის საშიშროება ახლა არ არსებობს“, – განაცხადა სალმინმა ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, ორენბურგის ცენტრში ხიდის ნაპირთან მდებარე შენობები დაიტბორა.

„ურალის წყლის დონის მატების დინამიკა ჯერ კიდევ გრძელდება“, – აღნიშნა სალმინმა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორენბურგთან მდინარე ურალის წყლის დონემ 12 სმ-ით მოიმატა და 10,22 მეტრს მიაღწია, სახიფათო ნიშნული 9,3 მეტრია. აღნიშნულის გამო ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ამასთან, 5 აპრილს მდინარე ურალის ადიდების გამო დამბა გაირღვევა და დაიტბორა ქალაქი ორსკი. ბოლო მონაცემებით, რეგიონში, მათ შორის ორენბურგში, დაიტბორა 12 800 საცხოვრებელი კორპუსი და 14 900 საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, 7 703 ადამიანი ევაკუირებულია.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა