Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნიკა მელია მამუკა მდინარაძეს - ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ

ნახვები: 571 ნიკა მელია მამუკა მდინარაძეს - ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ

ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.

„ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა“- წერს „ფეისბუქზე“ მელია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აზრის დაფიქსირებაზე ისაუბრა. მათ შორის, მდინარაძემ მიმართა ფეხბურთელებს,რომ „მიხედონ თავიანთ მაგარ საქმეს“.

„ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ“-განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა