ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

შალვა პაპუაშვილი - ერთი წელი ჰქონდათ, გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს

11.04.2024 ნახვები: 550

უპირველეს ყოვლისა, რაც არ შეეფერება ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი კოლეგებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა დონორები და დიპლომატები დაერწმუნებინა, რომ ფული რომელიც იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფული უნდა იყოს გამჭვირვალე.

„პირადად მე ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატები დამერწმუნებინა იმაში, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ფული იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება ვერ შევძელი, ეს დაფინანსება არის ფარული და შემთხვევით ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებთან. ასე რომ, კითხვები უნდა მოემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ პირიქით, ქართველ ხალხს აქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას. ყველაზე კარგად მათ თავად იციან, რომ ეს დაფინანსება არის დამალული. რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტას, მე ადრეც ვთქვი, არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი - „ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი ჰგონია, ხოლო ქართველი ხალხი - ხარი. სწორედ ეს არის არაევროპული მიდგომა, როდესაც ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი საქართველოში იქცევა სპეცსამსახურების მეთოდებით და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს, კანონმდებელი არის ვალდებული, ქართველი ხალხისთვის ეს გამჭვირვალე გახადოს, გვესმის გარკვეული წუხილი და კრიტიკა. ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, კანონმდებლობით დაარეგულიროს ეს საკითხი და მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს თანხები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა