მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ქუჩაში გადავდგი

ნახვები: 612 ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ქუჩაში გადავდგი

სერია A-ს ოფიციალურმა არხმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან თბილისის ქუჩებიდან ნეაპოლის უბნების ვიწრო ჩიხებამდე განვლილ გზაზე ისაუბრა. ხვიჩა იხსენებს თავისი კარიერის დასაწყისს, რამდენად შორს წავიდა და ამბობს, რომ ნეაპოლში ბედნიერია.

„იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ სახლი სულ მენატრებოდა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი მეორე სახლი იმ ქალაქშია, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. გულშემატკივრები ძალიან კარგად მექცევიან. მათ ვუყვარვარ, ეს ძალიან სასიამოვნოა და მათი მადლიერი ვარ.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა. მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი ეზოში და ვარჯიშის შემდეგაც. პირველი ნაბიჯები ქუჩის ფეხბურთში გადავდგი და სწორედ იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ამას დღეს თქვენ ჩემს სათამაშო სტილში ამჩნევთ.

ქუჩაში ბურთს უამრავჯერ ეხები და ამ დროს მისი ტარება ყველას ძალიან მოსწონს. ახლაც, როცა სტანდარტულ მოედნებზე გავდივარ და დიდ სტადიონებზე ვთამაშობ, ვცდილობ, ისე ვითამაშო, როგორც ქუჩაში, რადგან სწორედ იქ გამზარდეს როგორც ფეხბურთელი.

თამაში რვა წლის ასაკში კარგ აკადემიაში დავიწყე, შემდეგ 11 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ ცნობილ აკადემიაში გადავედი. იქ ხუთი წელი გავატარე. ეს შესანიშნავი აკადემიაა, არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. იქ ვცხოვრობდი და კლუბში ყველა ძალიან მეხმარებოდა.

როცა ბავშვი ვიყავი, სერია A-ს ხშირად ვუყურებდი. ვიცოდი, რომ იტალიელი მცველები მსოფლიოში საუკეთესოები არიან, საქართველოში თუ იტალიურ ფეხბურთზე საუბრობ, მაშინვე დიდი მცველები გახსენდება.

მარადონა? ის იყო ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ. ცხადია, ამით კმაყოფილი ვარ. როცა ხარ გუნდში, სადაც მარადონა თამაშობდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა. აქ მოსვლამდე მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა