Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი

ნახვები: 569 ირაკლი კობახიძე - ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვიღაც ფაქტის კონსტატაციას. არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის", - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა