Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - კაცმა რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი

ნახვები: 569 მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - კაცმა რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი

თქვენ ახლა აღიარეთ, არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისთვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ მათივე მკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.

„ბატონო ლევან, ჩემი აზრით, თქვენ ახლა აღიარეთ, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, არჩევნების შემდეგ გადადეთო კანონპროექტის განხილვა. იმავე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ხუთ თვეში და ექვს თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა