Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თინა ბოკუჩავა - 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ევროპული მომავლის დაცვისთვის ახალგაზრდებს უპირისპირდება

ნახვები: 568 თინა ბოკუჩავა - 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ევროპული მომავლის დაცვისთვის ახალგაზრდებს უპირისპირდება

12-წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ახალგაზრდებს უპირისპირდება - ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე! – ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა სახალხო დამცველს მოუწოდებს, გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რასაც 16 აპრილს ჰქონდა ადგილი.

მისივე თქმით, აქციის დარბევის კადრებს საერთაშორისო მეგობრებს მიაწვდიან, რათა იცოდნენ, “რა ფასი უჯდებათ საქართველოს ახალგაზრდებს ევროპული მომავლის დაცვა“.

“გუშინ მამუკა მდინარაძისგან მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ დარბევა არ იქნებოდა და არც ერთ ახალგაზრდას არაფერი დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან გაეპარებინა. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან, რადგან თავად ჩიტაძის ქუჩაზე ვიდექი, როდესაც პირველი დარბევა დაიწყო, როდესაც ე.წ. წიწაკის სპრეით მოგვწამლეს, შემდეგ გაგრძელდა დარბევა - უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი. მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი.

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე.

რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს რუსული კანონი, შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა - დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ეს მავნებლური და მოღალატეობრივი კანონი განიხილოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ აქციაზე, ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და დაჰპირდნენ, რომ ექვსი თვის მანძილზე რაც მათ დარჩენიათ, აღარასოდეს აღარ შემოაბრუნებენ რუსულ კანონს ქართულ პარლამენტში. მათ ჩახედონ თვალებში და მათ წინაშე აიღონ ეს პირობა. ასევე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა