Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან

ნახვები: 569 რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან

თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან - ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა რუსეთის “გადასახადო კოდექსის“ 113-ე მუხლს ეყრდნობა, რადგან საქართველოს “საგადასახადო კოდექსით“ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როდესაც კანონპროექტში წერია, რომ ის არ ზღუდავს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას, სიტყვა “არ“ უნდა იყოს ამოღებული და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს. გოცირიძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტით საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები მტრულად ცხადდება.

“ამბობთ, რა არის ამ კანონში რუსული - ამ კანონში პირდაპირ გადმოწერილია რუსული საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი. პროექტში პირდაპირ გიწერიათ, რომ სამართალდარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადა არის ექვსი წელი, რაც პირდაპირ რუსული კანონიდან არის გადმოწერილი, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. სუბიექტმა 100 მილიონიც რომ მოიპაროს ან დამალოს, სამი წლის მერე ეს უქმდება, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ სამი წელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ოპოზიციასა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა