Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ?

ნახვები: 569 ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ?

გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ პოტენციური ცვლილებები განიხილება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„არავითარი პოტენციური კანონმდებლობა, პოტენციური ცვლილებები არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე. ანუ, ახლა არ არის მძიმე, მერე დაამძიმებთო. მერე აპირებთ რაღაცის შემოცურებასო. აქ გაიშიფრეთ მარტივად, რომ ეს მართლაც არ არის მძიმე რეგულაციები, რომელიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად რისკს ვხედავთ, რომ ჰიპოთეტურად, თეორიულად, ოდესღაც, თურმე, შეიძლება, ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილებაო. ეს არის ტყუილი. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ თავი დაანებეთ ასეთ ტყუილებს და სპეკულაციებს. თან ხომ მოდიხართ გამარჯვებით კაცო ამ არჩევნებზე? ხომ იმარჯვებთ? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? რა თქმა უნდა, გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა