Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს

ნახვები: 568 სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მთავარია ის, თუ რა მოხდება არჩევნებზე.

“კიდევ ერთხელ, პრობლემა, რომელიც სასწორზეა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთ, თვე ნახევარში იქნება მიღებული. ვეტოს დავადებ და კიდევ გადაიდება. მთავარი საკითხი ისაა, თუ რა მოხდება არჩევნებზე, რომელიც მომავალ ოქტომბერშია. ბევრი კანონპროექტია მიღებული, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა, მისი უდიდესი უმრავლესობა - 80% 30 წლის განმავლობაში ამბობდა, რომ არ სურს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა