Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა

ნახვები: 569 პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.

„ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ ქვეყანა განიცდის სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს 2020 წლის ოქტომბრის სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ. „ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მდგრად კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედია საშუალებების ფლობას უკრძალავს, მსხვილი ქსელები ძირითადად იცავენ მათი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს პასუხი გასცეს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიას და დაშინებას“, - აღნიშნულია აღწერაში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ხშირია ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.

„2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე რეპორტიორზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობაზე, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 2023 წლის რეიტინგში, საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 61.69 ქულით 77-ე ადგილი ეკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა