Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება - უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა

ნახვები: 569 რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება - უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა

უკრაინის კრიზისის მდგრადი მიგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.

„მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, “- ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი ნაბიჯის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას და ასევე კონფლიქტის უკონტროლო ფაზაში გადასვლის თავიდან აცილება.

ამასთან, რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარება, რომელიც ორმხრივ სტრატეგიულ ნდობაზეა დაფუძნებული, ეფექტურად აძლიერებს უსაფრთხოებას რეგიონსა და მსოფლიოში.

„მოსკოვი და პეკინი კიდევ უფრო გააღრმავებენ ნდობას და ურთიერთობას სამხედრო სფეროში, გააფართოებენ ერთობლივი წვრთნებისა და საბრძოლო მომზადების მასშტაბებს, რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას, მუდმივად გაზრდიან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების პოტენციალსა და დონეს“, - აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი დარწმუნებულები არიან იმ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის აუცილებლობაში, რომელიც სახელმწიფოების და მათი ქონების, მათ შორის სუვერენული რეზერვების, იმუნიტეტს ეხება. „მხარეები გმობენ უცხო სახელმწიფოების აქტივებისა და ქონების ჩამორთმევის ინიციატივებს და ხაზს უსვამენ ასეთი სახელმწიფოების უფლებას მიიღონ საპასუხო ზომები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი და პეკინი დაიცავენ თავიანთ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წინააღმდეგობას გაუწევენ თავიანთი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვის მცდელობებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა