Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 569 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უწყებას არაერთმა პირმა მიმართა უცხო ნომრებიდან მათ ტელეფონზე ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით.  საუბარია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებზე.

უწყება ამბობს, რომ მოქალაქეების ნაწილი მიუთითებდა მათ მიმართ მუქარაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნეს.

რაც შეეხება მიმართვების ნაწილს, რომლებშიც მითითებული საკითხების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციაა, უწყება ამბობს, რომ ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. 

იხილეთ განცხადება:

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება.

ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფარგლებში, ზარების ინიციატორების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა მუქარა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მომართვების ხსენებული ნაწილი სამსახურის მიერ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში.

რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში, ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილების და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ, ასევე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად შესწავლისთვის აუცილებელი სხვა ქმედებები.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ, სამსახურს წარმოუდგინონ განმარტებები სატელეფონო ნომრების მოპოვების და გამოყენების გზების, სამართლებრივი საფუძვლის და მიზნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, სამსახური მიმართავს ამავე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, დააკისრებს დამრღვევ პირებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა