Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით

ნახვები: 571 მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, როდესაც ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებსა პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ, მხედველობიდან რჩებათ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიაა.

„როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან.

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება. მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი. სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა