Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზურაბ ჯაფარიძე - სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი

ნახვები: 569 ზურაბ ჯაფარიძე - სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი

სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი - შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ, 5 თვე გვექნება ამისთვის, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე იქნება.

„როგორც ჩანს, ეს დღე გარდაუვლად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ. სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი. ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი. ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ. 5 თვე გვექნება ამისთვის“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა