Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თეონა აქუბარდია - მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა

ნახვები: 570 თეონა აქუბარდია - მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა

გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები - მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც "ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს".

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "რუსული კანონიდან" სიტყვა "აგენტის" ამოღება არ ცვლის "ქართულო ოცნების" პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, არის აგენტი და ჯაშუში.

"გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ კანონი კარგად წაიკითხოს. საერთოდ, ქართული კანონმდებლობა იცოდეს და როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. კიდევ ერთხელ ცხადია, რომ "რუსული კანონიდან" სიტყვა "აგენტის" ამოღება არ ცვლის "ქართულო ოცნების" პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, არის აგენტი ჯაშუში და დასავლეთი არის მტერი და ამ შემთხვევაში, რუსეთი მოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის "ქართული ოცნების" სამსახურში ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა. ეს არის ჩვეულებრივო პროპაგანდის გაგრძელება. ვერც გურამ მაჭარაშვილი, ვერც "ქართული ოცნება" ვერ ეღირსება დააბრუნოს ის დრო, როდესაც საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმ საბჭოთა წარსულზე, რომელსაც ახლა მათ შორის, გურამ მაჭარაშვილი აბრუნებს საქართველოში," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

"ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა