Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის გეგმას მხარი დაუჭირა

ნახვები: 571 გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის გეგმას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ გეგმას ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას საბჭოს 15 წევრიდან 14-მა მხარი დაუჭირა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა რუსეთმა.

31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამფაზიანი გეგმა წარადგინა. 

გეგმის პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება, პალესტინის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდებიან, ხოლო ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ამ ეტაპის ფარგლებში ჰამასი და ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც, ბაიდენის თქმით, იქამდე გაგრძელდება, "სანამ ჰამასი თავის ვალდებულებებს შეასრულებს". თუ მოლაპარაკებები ექვსი კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაც გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე, ბაიდენის თქმით, მოხდება ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა, მათ შორის კაცი ჯარისკაცების, ისრაელელი სამხედროები გავლენ ღაზას სექტორიდან და დაიწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა.

მესამე ეტაპი ღაზას აღდგენის მასშტაბური გეგმასა და დაღუპული მძევლების ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა