Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში - რომან გოცირიძე

ნახვები: 568 ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში - რომან გოცირიძე

ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით - მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს.

მისი თქმით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს.

„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. მაგრამ ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში - ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მიღებულ მხარეზე. შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება - ეს ერთია და როდესაც მთავრობა აშენებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტს, ბუნებრივია, რომ ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა