ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

საქართველო და ლგბტ-პროპაგანდა

ნახვები: 2713 საქართველო და ლგბტ-პროპაგანდა

„ქართული ოცნება“ მუშაობს „ანტი-ლგბტ“ კანონმდებლობაზე. ვერ ვიტყვით. რომ დაჩქარებულ ტემპებში, თუმცა, საკმაოდ სწრაფად..

როგორც ჩანს, ქოცებმა მიიღეს პირდაპირი მითითება ეკლესიისგან - „თუ გინდათ რომ ჩვენ დაგეხმაროთ არჩევნებზე - მიიღეთ ეს კანონი ისე სწრაფად, როგორც კი არის შესაძლებელი“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ პირველ ეტაპზე “ოცნება” იყენებდა ანტი-ლგბტ-თემას მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებში და კანონის პრაქტიკულ ჭრილში მიღებას არც აპირებდა.

ამას ადასტურებდა ის გარემოება, რომ თავიდან ქოცებმა შემოიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომლის პარლამენტში გატანის შანსი მათ არ ჰქონდათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მის მიღებას არც არავინ აპირებდა.

როგორც ჩანს საპატრიარქოში ეს დიდად არ მოეწონათ და შედეგსაც ვხედავთ.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქოცებმა, რომ ეს კანონი აღკვეთს პროპაგანდას, მაგრამ არანაირად არ არღვევს არავის უფლებებს, ეს ისეთივე პროპაგანდა და ტყუილია, როგორც „აგენტების კანონის“ ღრმა „ევროპულობა“.

როგორც მინიმუმ ეს კანონი - უხეშად არღვევს ორ ფუნდამენტურ უფლებას - პირველია - სქესის შეცვლა, რომელიც პუტინმაც კი არ აკრძალა, რადგანაც ეს არის წმინდა წყლის სამედიცინო პრობლემა, რომელსაც მორალთან და ზნეობასთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

მეორეა - შეკრებების აკრძალვა, რაც თავისთავად დისკრიმინაციაა, რადგანაც საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს ქუჩაში გასვლა აეკრძალათ იმის გამო, რომ ისინი ვიღაცას არ მოსწონთ - მამაოებს, ბაზრის მოვაჭრეებს, ქუჩის უსაქმურებს, ალტინფო-ქართული მარში - ვასაძეებს... თუმცა, ქოცობისგან სიძულვილის დანერგვა არავის გვიკვირს - პირიქით, გაგვიკვირდება, სხვანაირად რომ იყოს.

მთავარი კი ამ თემაში ისაა, რომ ეს და მსგავსი ინიციატივები ეყრდნობა ძირეულად არასწორ წარმოდგენას დღევანდელი ქართული საზოგადოების შესახებ. გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ქართველების უმრავლესობა არის ბნელი, ჰომოფობი, ფანატიკურად მორწმუნე და ეკლესიის სიტყვის ბრმად მორჩილი.

ეს წარმოდგენა არასწორია, მათ შორის ჰომოფობიის ჭრილში. რა თქმა უნდა, საქართველოში ყვავის ჰომოფობია, ისევე, როგორც ყველგან. მაგრამ ჩვენში ის არის ზედაპირული და სიღრმისეულ სიძულვილს მოკლებულია. საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის, მათ შორის, „არაევროპულისთვის“, ლგბტ-საკითხი არის რაღაცა შორეული და არააქტუალური.

გააჩერეთ ქუჩაში რიგითი ადამიანი და ჰკითხეთ, რა აწუხებს ყველაზე მეტად? პასუხები იქნება სავსებით პროგნოზირებადი - უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ემიგრაცია, ტერიტორიების საკითხი, და ა,შ, როგორ გგონიათ, ამ ჩამონათვალში ე.წ. ლგბტ-პროპაგანდა რომელ ადგილს დაიკავებს? ალბათ მე-100, ან მეტიც - სანამ თქვენ არ შეახსენებთ - ვერც გაიხსენებს თავისით. საქართველოს მოსახლეობის 90%-თვის ლგბტ არის რაღაცა შორეული და აბსტრაქტული.

საშუალო ქართველმა შესაძლებელია გაიაროს მთელი ცხოვრება ისე, რომ პირადად არ გაიცნოს არც ერთი გეი, ყოველ შემთხვევაში ღია. იცით როგორია ქართული ჰომოფობია? აი, საშუალო ქართველს რომ ჰკითხო - ,მოგწონს თუ არა ჰომოსექსუალები?“ - პასუხი იქნება „რა თქმა უნდა არა“.. მაგრამ რომ არ ჰკითხოთ, როგორც იტყვიან „არ შეუკიკინოთ“ - ეს საკითხი არც კი გაახსენდება.

დღეს ქოცობა ცდილობს ამ თემის პირველ პლანზე წამოწევას, მიდის გააფთრებული ანტი-ლგბტ-პროპაგანდა და სიძულვილის თესვა. მაგრამ ამ პირობებშიც კი, ეს თემა აქტუალურია მხოლოდ ქოც-ამომრჩევლებს შორის, რომელთათვის საერთოდ არაფერს არა აქვს მნიშვნელობა - არც ჰომოსექსუალიზმს, არც ნეკროფილიას და არც არაფერს - ხელფასის და საკუთარი სტატუსის გარდა.

ლგბტ-თემით სპეკულირება საქართველოში ახალი ამბავი არაა - ქოცობა ამ საზიზღრობაში არც პირველია და ალბათ, არც უკანასკნელი. მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთი იყო - ჰომოფობიას ხმები ვერ მოაქვს - სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო - ეს საკითხი წარმოუდგენლად შორსაა მოქალაქეთა რეალური პრობლემებისგან.

ამას ხელს უწყობს ქართული ხასიათიც - ქართველი ზედმეტად უდარდელი და ზედაპირული იმისთვის, რომ ჭირივით შეიძულოს ის, ვისთანაც არანაირი შეხება არა აქვს. ფანატიზმი არაა ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისება - მით უმეტეს ფანატიკური სიძულვილი იმის მიმართ, ვისაც იხსენებს 10 წელიწადში ერთხელ, ისიც საარჩევნოდ.

ასე რომ ანტი-ლგბტ პროპაგანდა მოქმედებს მხოლოდ ქოც-მრევლზე, რომელიც ისედაც მრევლია. ის ვერ მოუტანს ქოცებს ახალ ხმებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა