ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საარჩევნო ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილების გაკონტროლების პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს

27.06.2024 ნახვები: 554

ასამბლეა ხაზს უსვამს შეშფოთებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოში არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესს და რომელმაც გააუქმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს.

„ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოს წევრთა უმრავლესობას. ასამბლეის შეშფოთებას ემატება საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რამაც შეცვალა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონიერად საჭირო უმრავლესობები. ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის პროცესში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას აძლევს პოტენციურ შესაძლებლობას, ცესკოს ყველა გადაწყვეტილება გააკონტროლოს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე.

„ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და მიიღებენ დაინტერესებული მხარეები და ზოგადად, ქართული საზოგადოება არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას და მის შედეგებს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა