Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია

ნახვები: 571 ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა.

არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს, რომ "პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან ხომ არ მიიღო დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, უნდა მიმართონ საქართველოს მთავრობას.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა