War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president
ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი-თამარ გაბუნია

ნახვები: 571 ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი-თამარ გაბუნია

2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას.

სამინისტრომ გეგმის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად მთავრობას უნდა წარუდგინოს. საბჭოს წევრების განცხადებით, მათ შორის განიხილეს იმ ვაქცინების შესყიდვის საკითხი, რომლებიც ახალი შტამების საწინააღმდეგოდ იქმნება.

ივნისის ჩათვლით 70 პროცენტის სრული დოზით აცრას სახელმწიფო საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების და წამახლისებელი ღონისძიებების შედეგად გეგმავს.

„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისის თვემდე უნდა იყოს აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფონიც და საჭიროებებიც, რაც „ომიკრონის" შემდეგ იქმნება. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, როგორც სამიზნეებთან დაკავშირებით, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნეებისთვის მომავლ წელსაც არის იგივე, ეს არის: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე, გეგმა აკეთებს აქცენტს ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში, გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა