მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

ნახვები: 612 თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს.

 თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ.

თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე -  თელავის, ქუთაისის, მცხეთის, დმანისი-თბილისის მარშრუტსა და ახლა უკვე ახალციხის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში, თიბისის სტუდენტის ბარათით გადახდისას, ნახევარ ფასად იმგზავრებენ.

თიბისის შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, იმ ქალაქში აიღონ ბარათი, სადაც ვრცელდება შეღავათი.

შეთავაზება ვრცელდება როგორც Visa, ისე Mastercard ტიპის ბარათებზე. შეღავათი ავტომატურად გააქტიურდება  ბარათის აღებიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის და სტუდენტის მხოლოდ ფიზიკურ ბარათებზე, Apple/Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში არ გავრცელდება შეღავათი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე  აქ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, ამიტომ მუდმივად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და შეთავაზებებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა