Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი გახდეს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას.

„პრეზიდენტ ზელენსკის მადლობელი ვარ რომ დამიკავშირდა, რადგან მე, როგორც აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და ომს დავასრულებ, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უამრავი უდანაშაულო ოჯახი გაანადგურა. ორივე მხარე შეძლებს შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც ძალადობას დაასრულებს და კეთილდღეობისთვის ნიადაგს მოამზადებს“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა