Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ წილი ყარა და თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები

ნახვები: 571 ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ წილი ყარა და თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა - დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ამ უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდე ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს დასავლეთიდან შეჩერებული დაფინანსებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მელიას თქმით, დასავლელ პარტნიორების ნაწილს „ის ვითარება, რომელსაც ყოველდღიურად ვეჯახებით, უკეთ რომ დაენახათ, არსებული ვითარება არ იქნებოდა ქვეყანაში”.

„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ბიუროკრატიისთვის და სახელმწიფო აპარატისთვის მიღებული აქვს 26 მილიარდი ლარი. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი სახელმწიფოს პარტნიორები და ქომაგები ახორციელებენ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კი არ არის სახეზე, არამედ უკუსვლა, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება, დადგნენ ძალიან მკაფიოდ ქართველი ხალხის გვერდით. არ მალავენ, რომ ქართველი ხალხია მათი საუკეთესო პარტნიორი.

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია, უზრუნველყოფილი სიბერე, ახალგაზრდებისთვის პერსპექტიული საქართველო და ბევრი სხვა. სამწუხაროდ, დღემდე ის მოცემულობა მივიღეთ, რაც არის.

დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ამ უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდევ ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ხედავდა. დასანანია, მათ რომ უკეთ დაენახათ ის ვითარება, რომელსაც ახლა ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით, ვფიქრობ, დღეს ასეთი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება არ იქნებოდა”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წილი ყარა და თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები”.

„ნათელია, წილი ნაყარია! „ქართულმა ოცნებამ“ წილი ყარა და თქვა, მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები. არ აინტერესებს ის ორიენტაცია, რომელიც შენ, როგორც მოქალაქეს, გაზიარებს ცივილიზაციას. არ აინტერესებს პროგრესი, განვითარება. მას აინტერესებს რუსეთი. ამ მიმართულით ის ყოველდღე კონკრეტულ რიგით ნაბიჯებს დგამს. „ქართული ოცნება“ ვიდრე ხელისუფლებაშია, კიდევ ბევრ ანტიდასავლურ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა