ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის მარცხის შემთხვევაში, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დარწმუნებული არ ვარ

08.08.2024 ნახვები: 555

დონალდ ტრამპის მარცხის შემთხვევაში, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დარწმუნებული არ ვარ, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ეს იყო ბაიდენის პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც ის საარჩევნო რბოლას გამოეთიშა.

„ტრამპი რასაც ამბობს იმას გულისხმობს. ჩვენ კი სერიოზულად არ აღვიქვამთ. მან თქვა, რომ თუ ის წაააგებს, ქვეყანაში სისხლისღვრა იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპა მარტში აშშ-ის ავტო ნდუსტრიაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი არჩევნებში წაგებას სისხლისღვრა მოჰყვება. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ, ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადება სპეციფიკურად ავტო ინდუატრიას ეხებოდა და დემოკრატებმა ის კონტექსტიდან ამოგლიჯეს, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა