Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო

ნახვები: 489 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო

ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ასე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის ოლქს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას დიდი ყურადღება ექცევა.

„რაც უფრო მეტად განადგურდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სასაზღვრო ტერიტორიებზე, მით უფრო მოუახლოვდება მშვიდობა და და რეალური უსაფრთხოება ჩვენს სახელმწიფოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და აგებს კიდეც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას ახორციელებენ. გუშინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა