Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense

რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ნახვები: 459 რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ოლქში „დიდი რაოდენობით თვითმფრინავის ტიპის დრონის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაფიქსირდა ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების, საყოფაცხოვრებო შენობებისა და ავტომობილების დაზიანება, მშრალი მცენარეული საფარის ხანძარი.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხებზე ქვეყნდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აფეთქებები ქალაქ ბორისოგლებსკში, ვორონეჟის ოლქში. აღსანიშნავია, რომ ქალაქში სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

კურსკის ოლქში, ღამის განმავლობაში, სარაკეტო საფრთხე ორჯერ დაფიქსირდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. აფეთქება ასევე დაფიქსირდა კურსკის ოლქის ქალაქ ჟელეზნოგორსკში.

გარდა ამისა, დრონებით თავდასხმები განხორციელდა ორიოლის ოლქში. თავდასხმის ამსახველ ვიდეო მასალას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივ ხელისუფლებას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა