Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

WSJ - რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს

ნახვები: 492 WSJ - რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს

რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.

გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

ამასთან, Politico წერს, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა.

„რუსეთმა გადააადგილა რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის სამხრეთის ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის არმიის პრესსპიკერმა, დმიტრო ლიხოვიიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა