Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

ნახვები: 569 უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.

“შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს…

ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე “ბუფერული (სანიტარული) ზონა” შექმნეს…

“ბუფერულ ზონაში” სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - წერს ლუბინეცი.

უკრაინის ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ასევე განიხილებოდა “საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის”, გაეროს და სხვა მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წვდომის საკითხები ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა