Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა

ნახვები: 570 ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა

ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა, სადაც უკრაინის საზღვართან არსებული ვითარება განიხილეს.

10 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა გადაკვეთა.

„ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ჩვენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე კონტროლი გავაძლიერეთ. მეტიც, ჩვენ იქ ჩვენი არმიის დანაყოფები გავიყვანეთ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო ძალოვნებთან შეხვედრისას დაინტერესდა, თუ როგორია ამჟამად მდგომარეობა საზღვარზე და განთავსებულია თუ არა ყველა დანაყოფი აღნიშნულ რაიონში გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.

„როგორც მინისტრი და სახელმწიფო მდივანი, ასევე „კაგებეს“ თავმჯდომარე მაცნობებენ, ჩვენ მზად ვართ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომლებიც ბელარუსის წინაშე არსებობს. როგორც მესმის, ბელარუსის მიმართ სავარაუდო ბინძური ხრიკების (არ მინდა, ვთქვა თავდასხმების ან დარტყმების) მოსაგერიებლად ჩვენ ყველაფერი გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავე თათბირზე ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციების მაღალი ალბათობის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული მხარე უწყვეტად ატარებს დაზვერვას, რისთვისაც აქტიურად იყენებს დრონებს, მათ შორის ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობებით.

„სასაზღვრო რაიონებში უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების ყოფნის პირობებში ნარჩუნდება ჩვენს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების, ასევე რეზონანსული აქციების მომზადებისა და ჩატარების მაღალი ალბათობა, მათ შორის ბელარუსული ნაციონალისტური ფორმირებების მონაწილეობით“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა