Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იგორ ნარმანია - ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ

ნახვები: 568 იგორ ნარმანია - ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ

ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა.

„როდესაც ბათუმში ჩამოვდივართ, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ერთიანი ძალისხმევის შედეგებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა. უამრავი პროექტი შეაჩერა, მათ შორის, „როიალ კარიბიანი“, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს უნდა ესწავლათ და დღეს ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, განათლების მისაღებად ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ, 26 ოქტომბრის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყანაში დავაბრუნოთ და ერთად ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა - ახალ გუნდთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძესთან ერთად“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა