ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

აშშ, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, ირანის მთავარ ავიაკომპანიას სანქციებს უწესებს

ნახვები: 536 აშშ, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, ირანის მთავარ ავიაკომპანიას სანქციებს უწესებს

შეერთებულმა შტატებმა ირანის მთავარ ავიაკომპანიას, Iran Air-ს, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, ახალი სანქციები დაუწესა.

Iran Air-ის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა და ირანის მიერ მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას დრამატული ესკალაცია უწოდა.

„ვინც რუსეთს დახმარებას უმტკიცებს, ომს აგრძელებს, კონფლიქტს აგრძელებს, ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი კონფიდენციალურად, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დრამატული ესკალაცია იქნება“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ირანში ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს FATH-360-ის ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტის სისტემის გამოყენებაზე, რომლის მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75 მილია და რუსეთმა ახლა მიიღო ამ ბალისტიკური რაკეტების ტვირთი და სავარაუდოდ გამოიყენებს მათ უკრაინაში რამდენიმე კვირაში. ბლინკენის განმარტებით, ირანული რაკეტები რუსეთს "დამატებით შესაძლებლობებს" და "დამატებით მოქნილობას" მისცემს.

შეგახსენებთ, მანამდე, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. „ახლა გვაქვს დასტური, რომ ირანმა ეს გადაცემა განახორციელა. დაუყოვნებლივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ირანთან ორმხრივი საჰაერო სერვისების შეთანხმებები გავაუქმოთ. დამატებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის გადაცემაში ჩართული მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და პიროვნებების [სანქცირებისთვის] განსაზღვრაზე ვიმუშავებთ. ასევე, ვიმუშავებთ Iran Air-ის დასანქცირებაზე“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა