მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში
თინა ბოკუჩავა - დიპლომატებთან კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს
საია - ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს
ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
Russia applies coercion to retain control over dissenters - British intelligence
„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ
იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის

IPN: იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით

03.10.2024 ნახვები: 283

თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევის გაუქმებასაც გამოეხმაურა და ამ ფაქტს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა, რომელსაც ყოფილი დიპლომატის განმარტებით, ოფიციალური ვაშინგტონი არასდროს უკეთებს მთავრობას, რომელსაც მეგობრულად მიიჩნევს.

აშშ- საქართველოს ურთიერთობის რა განვითარებას ხედავს, რა ესახება შემობრუნების წერტილად და რამდენად რეალურად მიიჩნევს, საქართველოს იზოლაციის საკითხს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ვრცლად ინტერვიუში.

- შესაძლოა უკვე ინფორმირებული იყოთრომ ნიუ-იორკში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართულ დელეგაციას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსაწვევი გაუუქმამსურს გკითხოთდიპლომატიის ენაზე, რა მესიჯია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიმართრა დასკვნები უნდა გამოიტანოს აქედან საქართველოს მმართველმა ძალამ?

- ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვუკეთებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით.

- ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას მოჰყვა განმარტება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხრიდანრომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებითდეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთების გამოძახილიიქამდე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესასახელმწიფო დეპარტამენტმა იმ პირთა სია გააფართოვავისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებაამ კონტექსტში მსურს გკითხოთსაბოლოო ჯამშისაით მიდის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებიპროცესების რა განვითარებას ელით?

- თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს, რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი.

- თავის მხრივ ხშირად ვისმენთ საქართველოს მთავრობის მეთაურისგან ასეთი სახის განცხადებასრომ თუ აშშ-ის ხელისუფლება განაგრძობს შეზღუდვების დაწესების გზით სვლასსაქართველოს ხელისუფლებაც გადახედავს აშშ-სთან ურთიერთობის გარკვეულ პოზიციებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ იქამდე მივალთრომ ოფიციალური თბილისიც გადახედავს ორმხრივ ურთიერთობას?

- თუ საქართველოს მმართველი პარტია დაუბრუნდება დასავლურ გზას, მაგალითად „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებით და იმგვარი დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციით, რომლებიც ევროკავშირმა შესთავაზა, აღარ იქნება მეტი შეზღუდვა არც ვაშინგტონიდან და არც ბრიუსელიდან. ვიმედოვნებ, რომ ისინი არ გადახედავენ თავის ურთიერთობას ჩვენთან ნეგატიური მიმართულებით, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება.

- საქართველო ძალიან მნიშვნელოვან თარიღს - საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდებაამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებენრომ იმ ნაბიჯების მიზანირომლებიც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით უკანასკნელ პერიოდში გადაიდგაარჩევნებზე გავლენის მოხდენა და ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაარამდენად რეალისტურად გეჩვენებათ მოსაზრებარომ აშშ საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობსდა რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის რეალური ინტერესი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ?

- ჩვენ ცალსახად არც ერთი პარტიის ადვოკატირებას არ ვეწევით. არც ერთი გარე ძალა არ უნდა ერეოდეს ქართველი ხალხის შესაძლებლობაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნების გზით. სწორედ ეს არის გზა სტაბილური და ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებისკენ. სწორედ ამიტომ, ყველას ინტერესშია, რომ ეს არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

- აქვე გკითხავთმმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დიდი წილი „ომის კამპანიაზეა“ აგებულიუფრო კონკრეტულადმმართველი ძალა ამტკიცებსრომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშისაქართველო ომში ჩაერთვებარამდენად შეიძლება არსებობდეს საფუძველი ვარაუდისთვისრომხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშისაქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება და ქვეყანა ომში აღმოჩნდება?

- ღმერთმა დაგვიფაროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

- ბოლო კითხვა მსურს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში დაგისვათთუმცა იქამდე გკითხავთმოახლოებული არჩევნების ფონზერა იქნება თქვენი სათქმელი ერთი მხრივ ქართული საზოგადოებისთვისმეორე მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ? რა საკვანძო გამოწვევებს ხედავთრასაც მიიჩნევთრომ ყველა მხარემ უნდა დაძლიოს ?

- იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ღია საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების წინ, ისე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. ასევე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სამართლიან კონკურენციაში ჩაერთვება თავისი შეხედულებების საზოგადოებისთვის წარდგენით. ყველაზე მეტად მოვუწოდებ ყველა ქართველს გამოიყენონ ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება.

- და ბოლოსროგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადათუ საქართველოში ვითარება გაუარესდებაევროკავშირი მზად არის გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტიმათ შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერებაცხადიაიცითრომ ევროკავშირმა საქართველოსთან წევრობის შესახებ მოლაპარაკების პროცესიც შეაჩერაროგორ ფიქრობთიკვეთება თუ არა საერთაშორისო იზოლაციის ტენდენციები?

- იზოლაციასა და ჩართულობას შორის არჩევანის გაკეთება ბევრი ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის ჩემი ქვეყნის. იმედი მაქვს, რომ ჩართულობა გაიმარჯვებს. რაც არ უნდა იყოს შედეგი, საქართველოსთან ურთიერთობის ჩვენი პრიორიტეტი არ შეიცვლება - მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ჩართულობისა და დემოკრატიული ერების საზოგადოებაში ინტეგრაციის მისწრაფებას და ამგვარად მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა