NATO Secretary General: “stop worrying about Trump presidency”
Zelensky presents Victory Plan to Macron, talks about Peace Summit
ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ვოლორიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ
ვილი სანიოლი - რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან სათამაშოდ მზადაა
ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "უალტერნატივო" არჩევანი

09.09.2024 ნახვები: 428

არჩევნებამდე 48 დღე რჩება. თავად სიტყვა "არჩევანსაც" საქართველოს უახლეს ისტორიაში არასოდეს ქონია ასეთი მკაფიო შინაარსი და არასოდეს განასახიერებდა ასეთ ნათელ გეოპოლიტიკურ განსხვავებას ძირითადი პოლიტიკური ცენტრების შემოთავაზებებს შორის.

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე აღარ რჩება ნაცრისფერი ზონები თავისუფალ სამყაროსა და ავტორიტარულ ინტერნაციონალს შორის. საქართველო კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე დგას: ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, თუ აღმოსავლეთი, თანამედროვე ტერმინოლოგიით - "გლობალური სამხრეთი". აიეტისა და ფარტაზის დებატის შინაარსი კვლავ აქტუალურია, თუმცა ისე მოხდა, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, საქართველოს დღევანდელი მმართველების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკური ენა, რომელსაც კულტურულს ვერანაირად დავარქმევთ, ახლოსაც ვერ მივა დებატების იმ ფორმასთან და მითუმეტეს შინაარსთან, რომლის მსგავსიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ გვქონია.

ამ გეოპოლიტიკურ არჩევანს თავისი კონკრეტული შინაარსიც აქვს. ანუ რა გარემოში მოუწევს ცხოვრება ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს...

ამ მხრივ, მართლაც უნიკალურ გარემოში აღმოვჩნდით. სამკითხაო და ამოსაცნობი აღარაფერია: მმართველი ძალის მთავარი საარჩევნო დაპირება: - ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის დასრულება, ერთპიროვნული დიქტატურის დამყარება, განსხვავებული აზრის განადგურება და საერთოდ - აზროვნებაზე მონოპოლიაა.

საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება არავითარ სირთულეს წარმოადგენს, მათ შორის ჩვენივე ქვეყნის მეოცე საუკუნის ტრაგიკული ისტორიის გათვალისწინებით, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს იმის გააზრება, თუ ჩვენს სინამდვილეში რას შეიძლება ნიშნავდეს აზროვნებაზე მონოპოლია, როდესაც ამ "აზრის" გენერატორი ისეთი სააზროვნო გაქანების ფიგურაა, როგორიც დაჯავშნილი სარკოფაგის სიღრმიდან მოლაპარაკე უცნაური და კიდევ უფრო ზუსტად - საშიშად მავნებლური ახირებების მქონე ფიგურა.

თუ ამ ახირებული კაცის მიერ მიტაცებულ ქვეყანას არ გამოვიხსნით და ცივილიზაციურ უკუსვლას გავაგრძელებთ, დანარჩენი მსოფლიო უკვე ჩვენკენ გამოიშვერს ხელს და არამარტო ამერიკელი ან ევროპელი პოლიტიკოსების გაკვირვებას და აღშფოთებას, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების დაცინვასაც შევირგებთ იმაზე, თუ მაგალითად, ისევე, როგორც ვენესუელაში მადურომ, შობის ზეიმი თავისი ბრძანებით 1 ოქტომბერს გადმოიტანა, ბიძინამ შობა მის დაბადების დღეს - 18 თებერვალს აღგანიშვნინოს... ლავროვი კი არა თავად პუტინი გამოვა და შეაქებს: "ის რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რაც საქართველოში ხდება - ეს საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა".

ერთის მხრივ, ევროპული კავშირის კარი ჩვენთვის ღიაა, რომლის პერსპექტივის არსებობაც კი, დღემდე, ისეთ მიზიდულობას ქმნიდა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი სასურველი და სანატრელი გახდა არამარტო ქართველი ფერეიდნელებისთვის, რომელთაც "ყველაზე ეროვნულმა" მთავრობამ ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა კი არა, დროებითი ცხოვრების უფლებაც კი საბრძოლველი გაუხადა, არამედ უცხოტომელებისთვის, რომელთათვისაც საქართველომ აზიაში მყოფი ევროპის რეალური კონტურები შეიძინა.

მეორე მხრივ, გვაქვს ჩვენივე აფხაზეთის და აფხაზეთის ელიტების განწყობა და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ: რუსეთს, მითუმეტეს პუტინის მორდორს არ გააჩნია შუალედური მიდგომა: ვისაც ვერ მოერევა, ან ვისაც ისეთი ძლიერი მოკავშირე ჰყავს, რომელთან რეალური დაპირისპირებისაც ეშინია - მას არ ეხება, დანარჩენს ან მტრად მონიშნავს, რომელიც უნდა გაანადგუროს, ან "მეგობრად", რომელიც უნდა ჩაყლაპოს და მოინელოს. რუსეთის ჩახუტებაც კი გამანადგურებლად საშიში და ფატალურია. ზუსტად იმ თვითმყოფადობის წამშლელი, ვითომ რომლის დასაცავადაც ოცნება დასავლეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია.

ჩვენი დროების თაობებს ისტორიამ არჩევანი გაგვიიოლა იმით, რომ გადარჩენისა და განვითარებისთვის ფაქტობრივად ალტერნატივა არ დაგვიტოვა. თან ისე, რომ ამ არჩევანის სიძლიერე და მკაფიოობა, გამოხატული არჩევნების დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეების მიერ, თავად აზღვევს ყველა რისკს და საფრთხეს, რომლის შიშსაც ნამდვილი თუ ადგილობრივი ნარიშკინები დიდი მონდომებით აღვივებენ.

ერთი რამ უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს: საქართველო და ჩვენი ევროპული მომავალი იმარჯვებს. რაც უფრო ნაკლები იქნება შანსი პუტინის ოცნების ახდენის, მით უფრო ნაკლებად იარსებებს ცდუნება შიდა დაპირისპირების მანიპულირებით ცივილიზაციისგან საქართველოს კიდევ ერთხელ მოწყვეტის და რუსულ ჭაობში შეთრევის. შულავერის კომიტეტის წრიპინი ევროკავშირის წევრობის გზაზე მყარად დამდგარი საქართველოს გამარჯვების ყიჟინამ უნდა გადაფაროს და სულ რაღაც 48 დღეში ეს ასეც მოხდება.

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა