სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“
ნიკა გვარამია: მხარს ვუჭერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას – ივანიშვილის დასანქცირება მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ
დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი
Train services on Crimean Bridge suspended after overnight drone attack – media
Zelensky announces measures to help unblock agricultural exports
Russia’s war casualty toll up by 1,970 over past day

სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“

ნახვები: 175 სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“

 

რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციაში განაცხადეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ასეთი ომი არასოდეს უნდა დაიწყოს. დოკუმენტის თანახმად, სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს.

ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამშვიდობო დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხები განიხილეს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი ერთგულება.

„სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაციის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს სამმა მუდმივმა წევრმა ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მათი განცხადებით, რეფორმის მიზანი გაეროს ეფექტიანობის გაზრდა და გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების გაუმჯობესებაა.

დოკუმენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავს. სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას და ხაზს უსვამს საერთაშორისო ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობას.

ამასთან, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვაზე. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ინსტიტუტებმა საკუთარი უფლებამოსილებები ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.

დოკუმენტის თანახმად, პუტინმა და ტრამპმა ჩინეთს სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა