თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა
პრეზიდენტმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემური საარჩევნო დარღვევების საკითხი განიხილა
დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა
თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ლევან ბეჟაშვილი - თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება
ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ნავსაყუდელი" უდაბნოში

07.10.2024 ნახვები: 472

იყო დრო, როცა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველო რუსული შავი ფულის გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეს წარმოადგენდა. კახა კალაძის საკუთრებაში არსებული პროგრესბანკის ისტორია, საეჭვო გარიგებების მთელი ჯაჭვით, ცალკე ძიებისა და დასკვნების გამოტანის საფუძველია და დროებაში ამ ისტორიას, რომელსაც ისტორიას ნამდვილად ვერ გადავაბარებთ მალე აუცილებლად მივუბრუნდებით.

მანამდე კი დღევანდელობა, რომელიც თბილისის მერს და ივანიშვილის გარემოცვაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და გავლენიან ფიგურას, არათუ სხვისი, საკუთარი კაპიტალის გადარჩენისთვის ზომების მიღებას აიძულებს.

გასულ კვირას, კახა კალაძის საჯარო დეკლარაციის ანალიზისას მედიამ აღმოაჩინა, რომ მას ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დაუცარიელებია, რაღაც ნაწილი კი გაუსესხებია. კერძოდ:

800 ათასი დოლარი გაასესხა უცნობ ფიზიკურ პირზე, ხოლო 4,2 მილიონი დოლარი ასევე ინკოგნიტო იურიდიულ პირზე.

ასეთ მანიპულაციებს ქართული კანონმდებლობაში ეწოდება ცრუმონაცვლეობა. ჩვენთან, რუსული გავლენიდან გამომდინარე, "პადსტავნოი" პირს ვეძახით, რაც უფრო გასაგებია ტელემაყურებლებისათვის.

ცალკე აღსანიშნავია კანონის მოთხოვნების დარღვევა, რომელიც დეკლარანტს ავალდებულებს ყოველ ასეთ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება და მოსალოდნელი პროცენტული მოგება მიუთითოს, რაც არ მომხდარა.

თუმცა დღეს სხვა ინფორმაციაზე უნდა გიამბოთ, რომელიც რამდენიმე სანდო წყარომ მოგვაწოდა და თბილისის მერის მიერ საკუთარი ფინანსური აქტივების გადატანასა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გადამალვაზე შეიძლება მეტყველებდეს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროპული ბანკებიდან წამოღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი კახა კალაძემ გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ დუბაიში მოქმედ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი ასევე დუბაიში მოქმედი სპეციალიზებული კომპანიების მეშვეობით, მათ შორის როგორც ჩანს გასესხების ფორმალური მექანიზმების გამოყენებით, კრიპტოვალუტაში გადაიტანა.

ჩვენი წყაროები დამატებით გვიყვებიან, რომ თბილისის მერი არ არის ერთადერთი ფიგურა ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელიც დუბაიში აქტიურად მოძრაობს და უკვე დაანონსებული, დასავლური სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებებს, სწორედ, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ეძებს.

ეს გზა და შესაბამისი სქემები რუს ოლიგარქებს უკვე გაკვალული აქვთ. დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, რომელიც დასავლური საფინანსო ინსტიტუტების მკაცრი ხელისგან საკმაოდ ზარალიანი, მაგრამ თუნდაც დროებითი თავის დაღწევის საშუალებას იძლევა.

ამ ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობისას ფორმულას არქივში ადვილად მოიძებნა ამავე წლის აპრილის ინფორმაცია, რომლითაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ კახა კალაძე ერთი კვირის განმავლობაში, ოჯახით, სწორედ დუბაიში იმყოფებოდა.

ეს ცნობა მაშინ არც თბილისის მერმა უარყო, როგორც ამ დღეებში არ უარუყვია ის ფაქტი, რომ მან საკუთარი ფინანსური აქტივების დასავლური ბანკებიდან გამოტანა და მისთვის შედარებით,,უსაფრთხო’ ადგილას დაბინავების მცდელობა, ვაშინგტონთან და ევროპის დედაქალაქებთან ოცნების ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვამდე საკმაოდ ადრე დაიწყო.

გასულ კვირას კალაძემ გვითხრა, რომ ევროპული და ამერიკული ბანკები "არასანდოა, ივანიშვილი გაძარცვეს" და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მანაც დროულად იზრუნა ფინანსების გადამისამართებაზე.

როგორც ჩანს ასეთი შედარებით მყუდრო და მისთვის უფრო უსაფრთხო ნავსაყუდელი უდაბნოში, ანუ დუბაიშია.

სპეციალისტებთან ამ ინფორმაციაზე კონსულტაციისას მათ დამიდასტურეს, რომ მოსალოდნელი დასავლური სანქციების თავის არიდების სულ რამდენიმე სქემა ფუნქციონირებს და ძირითადად თურქეთის, ჩინეთის და არაბთა გაერთიანებული ემირატების ფარგლებში მუშაობს. თუმცა დროთა განმავლობაში, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დამატებითი, ეგრეთწოდებული მეორადი სანქციების ამუშავების შემდეგ ჩინეთის და თურქეთის მსხვილი ბანკები ასეთ სქემებთან კავშირს მაქსიმალურად ერიდებიან. დუბაიში, ამ მხრივ, შედარებითი დაცულობის გარემოა, ხოლო კრიპტოვალუტაში არალეგალური რესურსების კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ არ არის მოქცეული ეფექტური კონტროლის ქვეშ.

მოკლედ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ევროპული ბანკებიდან წამოღებული ფული, როგორც ზოგიერთები ხუმრობით ვარაუდობდნენ - არა მუთაქებში, არამედ დუბაიშია და სწორედ დუბაია ის სივრცე, სადაც ივანიშვილის გარემოცვის სულ უფრო მეტი ფიგურა ცდილობს მოსალოდნელი სანქციებისგან წლების განმავლობაში ნაშოვნი ფული გადაარჩინოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა