მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში
თინა ბოკუჩავა - იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს
საია - ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს
ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
Russia applies coercion to retain control over dissenters - British intelligence
„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ
იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის

ჟურნალისტური ქაჯობა ანუ ღორმა ღორს უთხრა დრუნჩი გაქვსო

27.07.2024 ნახვები: 667

ალბათ ამ წერილს არ დავწერდი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, (არ ვიცი რა ვუწოდო: კოლეგა? ჟურნალისტი? თუმცა ასე ვიტყვი), წამყვანის გიგა ჯიჯავაძის პოსტი, რომ არ შემხვედროდა. ჯიჯავაძეს, “მთავარი არხის”, გადაცემა „შენი დილას“ ვიდეო ჰქონდა გაზიარებული, რაზეც თავის მოსაზრებას აწერდა: „როგორი არ უნდა იყო ჯერ კაცი და მერე ჟურნალისტი“ - გიგა ჯიჯავაძე.

მოკლედ ვიდეოს შესახებ:

„მთავარი არხის“ ,საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო გიგაურმა, საინფორმაციო გამოშვების ბოლოს თქვა: „ეთერს “შენი დილა” და მისი წამყვანები განაგრძობენ“, რასაც კოკო როინიშვილის მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ნინო გიგაურს შეახსენა, რომ „შენ დილის“ წამყვანებს სახელები აქვს.

ამ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში თავიდანვე განხილვა მოჰყვა. თავად გიგაურმა მიმართვაც კი გაავრცელა, რომ კოკო როინიშვილის ბულინგი არ იყო სწორი და საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მოდით დავუბრუნდეთ გიგა ჯიჯავაძეს, რომელიც ჩემთვის ამ წერილის ინსპირაცია აღმოჩნდა. კოლეგიალობას ვერ დავარქმევ, ვინაიდან არც კონსტანტინე როინიშვილი და არც გიგა ჯიჯავაძე პროფესიით ჟურნალისტები არ არიან. ისინი, უბრალოდ  კოკოს ნაწილში მიჭირს ამის თქმა, თუმცა ჯიჯავაძის ნაწილში შემიძლია ვთქვა: რა დამსახურებით მოხვდნენ პირდაპირ ეთერში, წამყვანებად დღემდე ვერ გამირკვევია, მაგრამ ამ წამს ისინი კოლეგები არიან.

ჯიჯავაძე კაცობას უწუნებს როინიშვილს, საინტერესოა გიგა ჯიჯავაძეს კაცობის რა კრიტერიუმები აქვს - ეს ძალზედ საინტერესოა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესოა, ჟურნალისტის რა კრიტერიუმები გააჩნია ზემოთ მოყვანილ ორ წამყვანს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ტელევიზიაში შემთხვევით მოხვდნენ.

თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, ის რაც მოეთხოვება გიგა ჯიჯავაძეს, როგორ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, ვერასდროს მოსთხოვ კოკო როინიშვილს, ვინაიდან იგი კერძო ტელევიზიის სახეა, რომელსაც საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. მისი მიზნები მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებლის მოთხოვნებსა და კონკრეტული ტეელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ემსახურება.

ხოლო აჭარის საზმაუს შემთხვევაში ჯიჯავაძეს თმენის ვალდებულება, კოლეგიალობის გამოჩენის, საკუთარი აზრის შენახვის ვალდებულება აქვს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება კი არ აქვს -  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმისა და მაუწყებლის ქცევის კოდექსის დოკუმენტების მიხედვით.

მიუხედავად, ამისა ჯიჯავაძე მუდმივ რეჟიმში გამოირჩევა, როგორც პოლიტიკური ასევე სხვადასხვა თემაზე პოზიციონირებით. საინტერესოა, დღემდე შეუმჩნეველი რატომ რჩება, სპორტსმენი ბიჭის, მრავალ სამსახურში (რასაც კანონი კრძალავს) მომუშავე გიგა ჯიჯავაძის პერსონა თვალთახედვის არიდან  როგორც ტელევიზიის დირექციას, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს.

„ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ჟურნალისტი“, ამბობს როინიშვილის „ოპონენტი“ და ავიწყდება, რომ მისგან კაცობა დაწუნებული პერსონა, ჟურნალისტი ნამდვილად არ არის, იგი რეჟისორია და გადაცემის წამყვანი, ტელევიზიის ხელმძღვანელობის არჩევანით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვა პროფესიის ადამიანს - რა უნარებით ირჩევა?  ისე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებზე მითითებული გრაფაში, „სტრატეგია“ - ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანიც და ღირებულებაც, მედიაპროფესიების პოპულარიზაციაა.

თუ ვინმე ამ მიზანს უკუღმა კითხულობს და საზმაუს დისკრედიტაციაა მისი ამოცანა - ეგ უკვე ცალკე თემაა და როგორც იტყვიან „გემოვნების“ საკითხია. იმ გემოვნების კი არა რომელზეც არ დავობენ, არამედ იმ გემოვნების, რომელიც დაწერილ ამოცანებს უნდა შეესაბამებოდეს.

„სკანდალური“ არ არის საზმაუს საქმე და პოლიტიკა, მით უფრო,  როცა სამწუხაროდ არც ეგ გამოგდის და მრავალ შეცდომას უშვებ, როგორც საუბრისას ასევე წერისას. ნუ რეალობა ის არის რომ ესეც დღეს საზმაუს სტანდარტია.  

ორივე საზმაუ ვალდებულია, მისი ეთერებიდან ისმოდეს სწორი ქართული, დაცული იყოს მედია ეთიკა და მაყურებელს სთავაზობდეს მაღალი პროფესიონალიზმით შექმნილ პროდუქტს.

ობიექტური, რომ ვიყო, მინდა ორივე წამყვანს, რამდენიმე თეორიული მასალა გავუგზავნო „შესავალი პროფესიულ ოსტატობაში“, „მასალის მომზადება, ხელობა და პროცესი“, „ჟურნალისტიკის პრინციპები“, „ჟურნალისტური ეთიკა“, ჩემი საბაკალავრო ნაშრომი - „ქართული მედიის ძირითადი გამოწვევები“ და უმთავრესი სტატია, „მსოფლიოში საუკეთესო ხელობა“ - გაბრიელ გარსია მარკესი. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ მეორედ არაპროფესიონალიზმით და დაუდევრობით არ შეარცხვინონ ჩვენი პროფესია. ჩვენ, მართალ, აკადემიურ ჟურნალისტებს არ მოგვცხონ ჩირქი არაპროფესიონალიზმითა და დაუკვირვებლობით.

რაც შეეხება ფაქტს, კონსტანტინე როინიშვილის შენიშვნას, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მისამართით, შენიშვნასაც ვერ დავარქმევდი. ფაქტი ნამდვილად არაკოლეგიალური იყო. თუმცა, ერთის მხრივ მართალიც იყო, „შენ დილას“ წამყვანები ჰყავს, რომელიც ეთერში დილიდან სხედან და მათი სახელების დასახელება მაყურებლისთვის ნამდვილად აუცილებელია.

ახლა, ორი წინადადება “აკადემიურადაც“

თანამედროვე მსოფლიო რეალობაში კაცობრიობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, მედია და მის ირგვლივ არსებული პრობლემები კი დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება.

ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მედია არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსითაც სხვაგვარი გახდა. ამ პროცესში კი ინტერნეტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა. ტრადიციულ მედიასაშუალებებს - ტელევიზიას, რადიოსა და ბეჭდურ მედიას ინტერნეტის განვითარებამ მის საქმიანობასა და ინფორმაციის ტრანსლირებაში გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ტრადიციული მედიასაშუალებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაინც მოწინავე ადგილს ინარჩუნებს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართულ რეალობაა და ტრადიციულ მედიას უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, ქართული მედიაგარემოც კონკრეტული გამოწვევების წინაშე არაერთხელ დამდგარა.

მედია უმძლავრესი ინსტრუმენტია, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საზოგადოებასა და მის ცნობიერებაზე. ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია პრობლემის იდენტიფიცირება და რეალობის ასახვაა, ქართული მედიის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლის დროს კი ჟურნალისტურ საქმიანობას პრობლემიდან გამოსვლის გზების ძიებაც დაემატა.

ჟურნალისტიკის ძირითადი ამოცანა პრობლემის იდენტიფიცირება, გადამოწმება და მისი ეთიკური სტანდარტების დაცვით გაშუქებაა. რამდენადაც ქვეყანაში მუდმივად ცვალებადი სიტუაციაა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მიმართულებით, რიგი მედიასაშუალება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არასტანდარტულად აშუქებს. პრობლემები, რომელსაც მასმედია ქმნის, იწვევს ერთგვარ გაუცხოებას საზოგადოებასთან, რასაც თან ახლავს ინფორმაციის ნაკლებობა ან საერთოდ ინფორმაციის არქონა. შემდგომ კი სწორედ ეს წარმოქმნის ისეთ არასასურველ მასალებს, სადაც ხშირად ვხვდებით ე.წ. fake news-ებსა და პროპაგანდისტულ ნარატივებს.

მედია ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოების საინფორმაციო ველი. იგი ადამიანის მთავარი ინფორმატორია. ხოლო საიმისოდ, რომ ადამიანის და შესაბამისად საზოგადოების ცნობიერება იყოს მაღალი მათი სწორად ინფორმირება და ნებისმიერი თემის შესაბამისი სტანდარტებით გაშუქების საკითხი მასმედიების მთავარ გამოწვევად რჩება. სხვა შემთხვევაში, მედია ინფორმატორის ნაცვლად, ითავსებს პროპაგანდისტის როლს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გამომწვევი მიზეზი ხდება.

აღნიშნული პროცესების გააზრება ყველა ჟურნალისტისთვის უმნიშვნელოვანესია. ჟურნალისტის საქმიანობა პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მფარველობის ქვეშ ყოფნა მიუღებელია. ჟურნალისტი უნდა მუშაობდეს საზოგადოებისთვის და ასრულებდეს მხოლოდ მის დაკვეთას.

 აღიარებული ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, საზოგადოებას დივერსიფიცირებული, მაქსიმალურად ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაც დღეს ქართულო მედიაში ფაქტობრივად არ ხდება. წლების განმავლობაში ქართული მედია ორმაგი სტანდარტით აგრძელებს საქმიანობას და მეტიც, იგი საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სიტყვისა და აზრის წინააღმდეგაც წასულა.

ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მსგავსი შინაარსის სტატიისთვის თუმცა, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მედიის წარმომადგენლები, იმას ითხოვენ კოლეგებისგან რაც თავად ეშლებათ ან მეტიც, უფრო საშინელ შეცდომებს უშვებენ.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა