Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროკავშირის ელჩი - თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია

ნახვები: 570 ევროკავშირის ელჩი - თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის - თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს საკითხი შიგნით განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიგნით და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით. ჩვენ ვაკვირდებით პროცესების განვითარებას, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი- ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა