ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს

ნახვები: 529 თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ.

„ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, მათი სარჩელი მოიცავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენებისა და ჩარჩო კონვერტის ფორმა ვერ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფარულობას.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის ითხოვენ ცნობას საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასთან დაკავშირებით, თუ რომელ ორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულებები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს მიმართა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა.

„ეს არის მტკიცებულება, როგორ გააყალბა ცესკო-მ არჩევნები და მიიტაცა ჩვენი ევროპული არჩევნები. გთხოვთ გაითვალისწინოთ შუამდგომლობა და დავადგინოთ სიმართლე, როგორ იტაცებდა ივანიშვილი ქართველი ხალხის მიერ ხმის მიცემის ფარულობას და ტოტალურად არღვევდა ამ პრინციპს“, - განაცხადა სხდომაზე თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება საია-ს, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომაზე თავისი სარჩელის გამოყოფა და ცალკე განხილვა მოითხოვა. როგორც შუამდგომლობის დაყენებისას საია-ს წარმომადგენელმა განმარტა, მათი დავა ტექნიკურ უბნებს შეეხება, შესაბამისად მათი დავის არეალი სხვა მოდავე სარჩელებისგან განსხვავდება, ხოლო სარჩელების გაერთიანების შემთხვევაში საქმის წარმოება გართულდება.

„ძლიერმა საქართველომ“ და „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამაც” გაიზიარეს საია-ს პოზიცია საქმის გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, სამივე სარჩელში ერთი და იგივე მოთხოვნაა წარმოდგენილი, შესაბამისად, შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.

რაც შეეხება ცესკოს პოზიციას სადავო სარჩელებთან დაკავშირებით, როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა, გიორგი სატურიანმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, მოდავე მხარეების შუამდგომლობებს არ ეთანხმება. ამასთან, მისივე განმარტებით, მარკერები „სმარტმატიკის” კონტრაქტის ფარგლებში იყო მოწოდებული.

გარდა ამისა, როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, სადავო სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართა სახალხო დამცველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა