საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს

ნახვები: 544 დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს

ცესკოში პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელმაც 16 ნოემბრის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს - კირთაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს.

ამის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.

კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს. ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით (კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, “გ“ ქვეპუნქტი) აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი. ასეთი პირი ცესკოს წევრად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ვერ დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ცესკოს პარტიული შემადგენლობა ხელახლა - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა