რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ნახვები: 220 საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობები მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს. მათი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას მოითხოვდა, ნაწილი კი რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხს აყენებდა.

შუამდგომლობების განხილვის შემდეგ სასამართლომ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

სარჩელს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელეები ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

საუბარია შემდეგ პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე:

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;

  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;

  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;

  • „ფედერალისტური პარტია“;

  • „გახარია საქართველოსთვის“.

მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობების უარყოფის შემდეგ სასამართლო საქმის განხილვას არსებული შემადგენლობით გააგრძელებს.

ამ ეტაპზე სასამართლოს პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა